კოლექტიური თავის დახოცვის ბლოგი_OLD

თუკი ვინმე შემოდიოდით აქ და ჩემს დაწერილ სისულელეებს (და ზოგჯერ, იშვიათად სიჭკვიანეებსაც) კითხულობდით, შეგიძლიათ გააგრძელოთ იგივე საქმიანობა აქ: http://nickelson.blogspot.com/


წინასწარ მადლობა, თუქისები და ა.შ.


პატივისცემით,

nick_el_son



:)

Distorted Reality - Something Wicked

1 კომენტარი

ისე, უბრალოდ...

ბაობაბის წვენი O_o

0 კომენტარი

ბაობაბი მე ყოველთვის წარმომედგინა როგორც მუხის მსგავსი დიდი და ძლიერი ხე, რომელიც იზრდებოდა აფრიკის უდაბნოებში... და სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"-ს ერთ-ერთ პლანეტაზეც რათქმაუნდა... ანუ ჩემთვის ბაობაბი ყოველთვის იყო ხე, რომელსაც რაიმე პრაქტიკული ღირებულება (შეშისა და ხის ნედლეულის გარდა) არ გააჩნდა..



მიუხედავად ამისა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ბაობაბი ისხავს ნაყოფს და ამ ნაყოფისგან კი შესაძლებელია წვენის დამზადება. და საერთოდაც, მიუხედავად თავისი უხეში იერსახისა, ის საკმაოდ სიმპატიური ხეა :D



ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩემმა თანამშრომელმა იტალიიდან ჩამოიტანა აი ასეთი პაკეტი, რომელიც ერთი ზანგი გარემოვაჭრისგან შეიძინა:



ნუ გეშინიათ კოკაინი არაა შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ ბაობაბის ნაყოფის ფხვნილია :D

თურმე ბაობაბის ხე ისხავს მოგრძო ფორმის ნაყოფს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს ამ ფხვნილს.




თუკი აბორიგენი მშრომელები ბაობაბის ნაყოფის დაკრეფისას მშიერ ლომების მიერ შეჭმას გადაურჩნენ და ფხვნილის დამზადებამ და ტრანსპორტირებამაც მშიდობიანად ჩაიარა, ამის შემდეგ ისღა დარჩენია ადამიანს, რომ ამ ეგზოტიკურ ფხვნილს ჩვეულებრივი წყალი დაასხას და C ვიტამინით მდიდარი ბაობაბის წვენიც მზადაა :))




ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად გემრიელია ეს წვენი, მაგრამ თუ ბაობაბის ფხვნილის მწარმოებლებს ვენდობით ადამიანისათვის სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს. გემოთი ცოტა მომჟავოა და წყალში გახსნილ C ვიტამინის გემოს ჰგავს, ასე რომ თუკი გასინჯვას დააპირებთ ცოტა შაქარი დაუმატეთ :))
დაჟე სხვადასხვანაირი რეცეპტებიც კი არსებობს.

მიუხედავად ამისა, აფრიკელები ძალიან ამაყობენ თავიანთი ხით და ზიმბაბვეში მის საპატივცემულოდ ადგილობრივი ფულიც კი მოჭრეს :)



გარდა ამისა ბაობაბისგან მზადდება სხვადასხვა სახის პარფიუმერია, მაგალითად ტანის დამატენიანებელი რძე:



და ბაობაბის პეპსიც კი!



მოკლედ, თურმე რა სასარგებლო მცენარე ყოფილა..
ერთი-ორი ბაობაბის ხე საქართველოშიც რომ დავრგათ ცუდი არ იქნება :)

როგორც ჩანს ამ ახალი წლისთვის ჩვენი საამაყო კინემატოგრაფიის მამები ქართველი ბავშვების გახარებას აპირებენ. როგორც ცნობილი გახდა გამოდის ქართული 3D ანიმაცია, რომელსაც შალვა რამიშვილი აკეთებს:

კინო "რუსთაველი" და კომპანია "7 ზეტი" წაროგიდგენთ პირველ ქართულ 3D ანიმაციურ ფილმს "საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის"



იუთუბზე უკვე დაიდო პირველი თრეილერებიც:







ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ბოლო თრეილერია.

როგორც ჩანს მოქმედება ვითარდება 2000 წლის წინ შატილის ტერიტორიაზე. ვიდეოში ჩანს უცნაური ორკების-მსგავსი არსებები (დევები??), რომლებიც თავს ესხმიან მძინარე ცხინვ.. უფრო სწორად შატილს :) მათ ორდებს კი ხევისბერის ჰაბიტუსის მქონე შავწვერა მოქალაქე მეთაურობს.

ჰოო, თუკი გავითვალისწინებთ რამიშვილის წინა პროექტს "სამსონაძეებს", სიუჟეტი ამჯერადაც ნამდვილად საინტერესო თუ არა დაძაბული მაინც იქნება... მშვიდობიანი ხევსურები ველური ორკებისა და რენეგატი ხევისბერის წინააღმდეგ :ურო:

თუმცა თუკი ქართული საზოგადოების "გემოვნებას" გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ კინოთეატრებში ბილეთებზე რიგებს ვერ ავცდებით.

ამიტომ საინტერესო აქ სხვა რამეა.. და სამწუხაროდ, ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო - ანიმაციის ხარისხი :(
მე არ ვიცი რას წარმოადგენს კომპანია "7 ზეტი", მაგრამ ჩემნაირი არაპროფესიონლისათვისაც კი ცხადია, რომ როგორც თავად მოდელების და სამყაროს დიზაინი, ასევე კომპიუტერული ანიმაცია ძალიან დაბალ დონეზეა.. პრიმიტიული გრაფიკა და ფიზიკა.. :(

ვითომ საბოლოო რელიზისთვის გამოასწორებენ ამ პრობლემებს? ძალიან მეეჭვება..

ცალკე საკითხია ეს ყბადაღებული "3D", თითქოს 2D-ში ყველაფერი რიგზე იყოს და მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები აკლდეს სამამულო ნაწარმს. ჩემი აზრით ჯობდა ჯერ ბაზისური ანიმაციის დახვეწა და მხოლოდ შემდეგ ფიქრი სამგანზომილებიან პროექტზე.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაზე უფრო დემოკრატიულია, მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიური და ყველაზე სუპერ-ბუპერ პრადვინუტი ზესახელმწიფოა და ვაბშე ყველაზე ყველაზე დონეები ვართ, მაშინ ხოო მაშინ ხოო...

I Like თბილისი in the Rain

5 კომენტარი

წვიმს წვიმს წვიმს


და მე საკმარისად დავსველდი სანამ სახლიდან სამსახურამდე მივიდოდი

მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, რაღაც იზოლაციის პონტში - წიპა ვართ მარტო მე და წვიმა, სხვა დანარჩენი წვიმის ფარდის იქეთაა..

ისე კი ჩემთვის წვიმიანი თბილისი რაღაც პოსტაპოკალიპტური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ალბათ ამიტომაც მომწონს ლოლ :)

დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე სახეტიალოდ, საკაიფოდ დავსველდებოდი, მერე სადმე ბუხრიან კაფეში ან ბარში შევიდოდი, დავლევდი გლინტვეინს ან გროგს, გავშრებოდი და ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ წვიმს...


ჰო, გუბეების გადაცურვისას დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დებილურადაა ტროტუარები გაკეთებული, თუმცა ეგეც არაფერი.



პ.ზ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დილიდან ეს სიმღერა ამეკვიატა :)



:)

Related Posts with Thumbnails