განახლებები ბლოგზე

0 კომენტარი

ერთ დღესაც, როდესაც მზე ანათებდა, ჩიტები გალობდნენ, ტემპერატურა 18 გრადუსი ცელსიუსით, ფარდობითი ტენიანობა 78%, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია ისევ ისეთი ქაქი იყო, გავხსენი ოპერა, მაუსის კურსორი Speed Dial-ის მე-9 ტაბს მივაკლიკე და ბლოგზე შემოვედი....

და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიხედვით საკუთარ ბლოგზე ცუდი არ უნდა ილაპარაკო, მივხვდი რომ ძალიან სტანდარტულ-მოუხერხებელ და ასე ვთქვათ უაზრო დიზაინს ვათვალიერებდი.. :|

რატომ არ დებენ ნორმალური თემფლეითებს Default-ებში ნამდვილად ვერ ვხვდბი, მარა ეს ცალკე საკითხია და აქ ნამდვილად არ ვაპირებ მასზე წერას..

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ახალი დიზაინის მოძებნა და მორგება ბლოგსა ზედა :)

ასე, რომ Searching -> Testing -> Searching -> Testing -> Searching -> Testing -> Testing -> Done (იმედია მალე :))

Image Hosted by ImageShack.us

როგორც ბუმბერაზი კლასიკოსები კიარადა ნატოშა წერს თავის ბლოგზე: "ნებისმიერი ბლოგერი დამეთანხმება, რომ მოდის პერიოდი, როდესაც არ გეწერინება პრინციპულად და ასეთ დროს, პოსტები უნდა “მოიგონო” რომ განახლების სიხშირე არ დავარდეს.. არადა, ნუ არ გეწერინება და ძალაა?".. ფაქტიურად მასეთი პერიოდი მაქვს ზუსტად ახლა მეც.. ტოესწ არასოდეს არ ვყოფილვარ ე.წ. აქტიური ბლოგერი და პრინციპში არც ვაპირებ როდისმე ვიყო.... უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი რომ რაიმე სიჭკვიანე ან სისულელე დავწერო აქ და მერე ხალხმა ნახოს და მაგინოს... :D ნუ ან არ მაგინოს, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, საქმე ისაა რომ გარკვეულწილად კმაყოფილდება თვითგამოხატვისა და წიპა "ჩემი სათქმელი ვიღაცას მაინც გავაგონე" ამბიცია თუ პრეტენზია... ჰოდა ეს ბოლო ხანებია და ეგეც კი დავიკიდე...

ჯერ იყო და ვაპირებდი ახალი წლის დღეებში რასაც ვაკეთებდი ის პონტები და სიტუაციები დამეწერა, ნუ გასაგებია რომ ნორმალურ ადამიანს წესით და კანონით არ უნდა აინტერესებდეს მაგალითად რას სვამდა ვიღაც მისთვის უცნობი ტიპი როდესაც საათი 12-ს უკაკუნებდა და მეზობლის ბავშვები ფერიერვერკებს უშვებდნენ ან დილის 7 საათზე როგორ მიფოფხავდა გაგლეჯილი მთვრალი მეზობელი სადარბაზოს კიბეებზე რომ სახლში ასული ლოგინზე გაუხდელად დაგდებულიყო და ასეთი საშინელებები, მარა უბრალოდ იმდენ სხვადასხვა ადგილას, სიტუაციაში და სასტავში მოვხვდი და თანაც არა-წინასწარგანზრახვით და იმდენად კომიკურ-აბსურდული რამეები ხდებოდა, რომ მომინდა მაინც დამეწერა...
თუმცა ეს იყო რაღაც სურვილისნაირი, რომლის რეალობაში განხორციელებაც ძალიან ძნელი კიარადა შეუძლებელი აღმოჩნდა :D ყოველთვის როდესაც ვთქვი, რომ აი ვსო ეხლა ვჯდები და ვწერ და ა.შ., ან დამეზარა, ან არ მქონდა მაგის ნერვები, ან... და ა.შ. ნუ ერთი რაც მოვახერხე ეს ყველაფერი ჩავწერე მობილურში საუნდ რექორდერით, ისიც ალბათ არ მეძინებოდა და საქმე არ მქონდა არ ვიცი ნამდვილად :მხრებისაჩეჩვისსმაილიკი: და ვაბშე რა ეშმაკად მინდა დღესაც წარმოდგენა არა მაქვს :)

მერე რაღაც 2 პოსტი გავაკეთე ისიც რაღაც "მეჟდუპროჩიმ" თემებზე და სულ ეგ იყო.. ეს კი არა და დღემდე დრაფტად მაქვს დამახსოვრებული ჩემი ერთი ძველი ფორუმული სტატიის (თუ რაცაა) ტექსტი ქართულ ინტერნეტ-სლენგზე, რომელსაც ცოტა გადაკეთებას და აქ დადებას ვუპირებდი (თუ ვუპირებ) და დამეზარა და ვაბშემც რა... იტოგში დარჩა ესე ცა და მიწას შორის გამოკიდებულივით :|

მოკლედ, დავუბრუნდეთ პირველ წინადადებას და აი არ იპოსტება და **** თუ გინდა :user:

დღეს ერთ-ერთ ფორუმზე ვნახე Echo & the Bunnymen-ის თემა და გამახსენდა The Killing Moon და გამახსენდა დონი დარქო.. და ეხლა დებილივით ვზივარ და საუნდტრეკებს ვუსმენ :))


მარა ბლოგზე რატომ ვპოსტავ ნამდვილად ვერ ვხვდები... :X




ოპტიკური ილუზიები

5 კომენტარი

ოპტიკური ილუზია (ასევე ცნობილი როგორც ვიზუალური ილუზია) წარმოადგენს მოვლენას, როდესაც მოცემული იმიჯები ადამიანის მიერ აღიქმება განსხვავებულად ვიდრე სინამდვილეშია. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.

არსებობს ოპტიკური ილუზიის სამი მთავარი ტიპი:

1. ლიტერალური ოპტიკური ილუზიები, რომლებიც წარმოქმნიან იმიჯებს რომლებიც განსხვავდება იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ქმნიან მათ;

2. ფიზიოლოგიური ილუზიები, რომლებიც წარმოადგენენ თვალისა და ტვინის გადამეტებული სპეციფიკური ტიპის სტიმულაციის ეფექტებს (სიკაშკაშე, დახრილობა, ფერი, მოძრაობა);

3. შემეცნებითი ილუზიები, სადაც თვალისა და ტვინის მიერ ხდება უნებური/არაცნობიერი დასკვნების გამოტანა.


უფრო მეტის გაგება შეიძლება აქ:
Optical illusion - Wikipedia
ოპტიკური ილუზია - ვიკიპედია


ოპტიკური ილუზიის რამდენიმე მაგალითი:


თუ გაიწევით მონიტორიდან და შორიდან შეხედავთ სურათს, დაინახავთ მერილინ მონროს გამოსახულებას:

Visit UploadGeek


ყურადღებით დააკვირდით ჩამონათვალს და დაასახელეთ თითოეული სიტყვის ფერი:

Visit UploadGeek


თუ რამდენიმე ხანი ყურადღებით დააკვირდებით სურათის ცენტრში განთავსებულ წერტილს, ლაქები მის გარშემო თანდათან გაქრება :)

Visit UploadGeek


დააკვირდით ფოტოსურათს სადაც გამოსახულია ჰიდროპლანი. შეამჩნევთ, რომ ფოტოს მარჯვენა ნაწილი რამდენადმე უფრო ყვითელ ფერშია.

ახლა შეხედეთ ქვედა გამოსახულებას და 30 წამის განმავლობაში უყურეთ მის ცენტრში გამოსახულ წერტილს. ამის შემდეგ ისევ დააკვირდით ზედა ფოტოზე გამოსახულ ჰიდროპლანს. ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ დაინახავთ ფერების სხვაობას ფოტოს მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის.

Visit UploadGeek
Visit UploadGeek


შეხედეთ სურათზე გამოსახულ სახეებს. მარჯვნივ მშვიდი სახეა, ხოლო მარცხნივ ბოროტი?
დაშორდით მონიტორს 3-4 მეტრით და ახლიდან შეხედეთ ;)

Visit UploadGeek


გგონიათ ორივე სახე ერთნაირია?
კვლავ დაშორდით მონიტორს და კარგად შეხედეთ :)

Visit UploadGeek


და ბოლოს, საინტერესო ინფორმაცია:

Visit UploadGeek


© ფოტოები აღებულია საიტიდან http://onua.com.ua/

Related Posts with Thumbnails