ვწერ, მაშასადამე მე ვარსებობ.. ბანლური გამონათქვამია… რატომღაც ეგრე არ ხდება ხოლმე, არ ხდება, და არც არასოდეს მოხდება… ხელი კომპიუტერის კლავიატურაზე მიდევს და ვცდილობ სწორად ავკრიფო… ესეც შენი პროგრესი და ცივილიზაციის მიღწევები.. ვუსმენ დორზს, ჯიმ მორისონის პოეზიას. და სურვილი მიჩნდება რომ მეც ვწერო… ვწერო ისე, როგორც ადრე ვწერდი, როცა არაფერი იყო ნათელი, როცა არაფერი ჩანდა უსასრულობის მიღმა. მე ვიცი ეს გარდაუვალია, ეს ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც… შევიცვალე… არ მეგონა ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ეს ცვლილება… არა, მტივნეული კი არა, ცარიელი.. ყველაფრისგან მიტოვებული. როცა მიდიხარ და არ იცი სად. როცა ყველაფერი აზრს კარგავს…
მინდა ახლიდაც განვიცადო ის რასაც განვიცდიდი როცა ვწერდი. ან იქნებ ეს მე მგონია რომ მინდა, სინამდვილეში კი უბრალოდ ცვლილებებს ვეწინააღმდეგები? არყის ჭიქაში აციმციმებული მონიტორის ლაქებია. და ჩემი მოლოდინი რომ ახალი პორცია ალკოჰოლი უნდა მივიღო… არა, მე არა ვარ მთვრალი… ესეც ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ნიკოტინი, ალკოჰოლი და მარიხუანა… საკუთარ აზრებში გაბნეული ტრანკვილიზატორი. ტვინში ტკბილად მოფუთფუთე ეიფორიული მოჩვენებები… გზა საიდანაც ვეღარ ჩამოხვალ. გზა ზევიდან და გზა ქვევიდან ეს ერთიდაიგივე გზაა, როგორც მეფე ამბობდა. დატკეპნილი ასფალტის სურნელი და გამხმარი სისხლის არომატი მიყინვია ტუჩებს. როცა იცი რომ არ უნდა იარო და მაინც მიდიხარ…
აღზევების იმედი და მოლოდინი. ჩასისხლიანებული თვალები ცაზეა მიპყრობილი და ხელები ციებიანივით კანკალებს. როცა აღარაფრით ოცდები… საკუთარი ჭაშმარიტება და საკუთარი სიცრუე… მოვკვდი… ყველა მოკვდებით. ზოგი ოცი წლის მერე, ზოგი კი ახლა… საკუთარ ფეკალიებში ჩაიხრჩობით და ახიც იქნება თქვენზე.
ქვები და მზისგან გაცხელებული ბეტონი, წარმართული ღვთაებები და სექსი… მშია… ფროიდისეული ტვინის ბურღვა და თავის ინტელექტუალურად მოჩვენება. თამაში ყველგან და ყოველთვის…. ჩამავალი მზე და სიმწრის სიცილით მოწეული უკანასკნელი ღერი სიგარეტი. არ გცივა? კაპიშონკას მოგახურავ… ჩემი სულის ნაწილსაც გადითმობ. მაგრამ ნუ მიწყენ თუ ის ძალიან პატარა იქნება.. ჩემთვისაც მინდა რამე… მომეცი სითბო და მე მოგცემ თავისუფლებას… შენც რომ იგრძნო ნეხვის სურნელი ამ საშინლად მოსაწყენ პლანეტაზე. თავის მოკვლა? ესეც შეიძლება… შენ ყველაფერი შეგიძლია, იყვირე და იგრძენი რომ არსებობ. გადაიჭერი ვენა რათა საკუთარი თავი იხილო…
მე ვცეკვავ… გარშემო არავინაა. კარგია, მარტოობა და სრული დამოუკიდებლობის შეგრძნება. მე ვარ ის ვინც ვარ… ჩემი სხეული გველია, ჩემი სუნთქვა ცეცხლოვანი დრაკონია. ჩემი ცრემლები საწამლავია, წარღვნაა, სადაც შენი ნოე ჩაიხრჩობა ცუდად შეკრული კიდობანის მიზეზით. და მერე ამას პატრულში გააშუქებენ… დრო არ გრჩება? ნამდვილად ასე ფიქრობ? დრო შენ ხარ, დამტვრეული საათი ხარ და ერთ ადგილას ტრიალებ. წინ, მხოლოდ წინ… დაიკიდე შიზოიდული არსებები შენში და შენს გარშემო. და გამომყევი…
მონარქი მოკვდა… ღვინიან კარსრში ერჩივნა ალბათ დამხრჩვალიყო. არ გაუმართლა. და საერთოდ რა არის გამართლება. მე არ მჯერა… მე იქითა ნაპირზე ვიყურები. მცენარე შენი მტერია, უცდის როდის მოკვდები რომ გადაგყლაპოს, შენი უკანასკნელი კვალიც გააქროს. შენ ვერ გადაცურავ ზღვას, წყალიც შენი მტერია… შენ იქნები მადისაღმძვრელი ლუკმა, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ სადილის წინ. მოიშორე სკაფანდრი, სანამ შენი ნაწილი გამხდარა…
ქარი ფანჯრებს აკვნესებს. გაიქეცი თუ ალერგიული ხარ. შენი კუნძული გელოდება, მაგრამ არ დაიგვიანო. არ დარჩე მავანთა მატარებლის შემყურე. მათი სიხარული შენი სიხარულია, მათი ტკივილი შენი ტკივილი.. და ეს ყველაფერი ფსევდოა… ზომბი შენს თავშია, შენს სხეულში. რა გინდა?
უკვე მელოდებიან… კუბოს მძიმე სახურავი ყრუ ხმას გამოსცემს. ეს ჩემი უკანასკნელი მუსიკაა. შეშლილთა სამყაროს ბოლო აკორდი. მეც შეშლილი ვარ და ეს მახარებს. ნერვიულად ვაწვალებ კლავიატურას, რაღაცა მინდა, რაღაცას ვხვდები და თან ვერ ვხვდები… მოკალი მასწავლებელი. მოკალი ყველა და დაისვენებ. ცოტა ხნით იყავი პანკი, დაუბანელი და თმადაუვარცხნელი ანარქისტი. სიგარეტი მინდა… 15 წუთით ეს სამყარო ჩემია… ვუყურებ გისოსებს და ვფიქრობ ძალაზე რომელიც რკინის ატომებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყვითელი, ნისლიანი უდაბნო მელოდება, ქვიშაზე განრთხმული ეკლიანი მცენარეებითა და ყავისფერი ბაობაბებით. მოდი აქ… გაორება მეწყება, მშია… მე ყველაფერი მინდა. მე ყველაზე გაუმაძღარი მონსტრი ვარ ამ პლანეტაზე რაც კი ოდესმე არსებულა… მოკალი მონსტრი და წაართვი რაც შენ გჭირდება. და შენ ბედნიერი იქნები… დაამარცხე მონსტრი, და გაყევი მის ნაკვალევს ქვიშაში, სანამ წაშლილა… დალიე წყალი და მიხვდები ყველაფერს. მოკვდი რომ აღარ დაიბადო…
--------
ეს ჩემი სახლია....
იისფერი
და გამჭვირვალე სულებით სავსე...