Showing posts with label Nature. Show all posts
Showing posts with label Nature. Show all posts

ბაობაბის წვენი O_o

0 კომენტარი

ბაობაბი მე ყოველთვის წარმომედგინა როგორც მუხის მსგავსი დიდი და ძლიერი ხე, რომელიც იზრდებოდა აფრიკის უდაბნოებში... და სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"-ს ერთ-ერთ პლანეტაზეც რათქმაუნდა... ანუ ჩემთვის ბაობაბი ყოველთვის იყო ხე, რომელსაც რაიმე პრაქტიკული ღირებულება (შეშისა და ხის ნედლეულის გარდა) არ გააჩნდა..



მიუხედავად ამისა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ბაობაბი ისხავს ნაყოფს და ამ ნაყოფისგან კი შესაძლებელია წვენის დამზადება. და საერთოდაც, მიუხედავად თავისი უხეში იერსახისა, ის საკმაოდ სიმპატიური ხეა :D



ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩემმა თანამშრომელმა იტალიიდან ჩამოიტანა აი ასეთი პაკეტი, რომელიც ერთი ზანგი გარემოვაჭრისგან შეიძინა:



ნუ გეშინიათ კოკაინი არაა შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ ბაობაბის ნაყოფის ფხვნილია :D

თურმე ბაობაბის ხე ისხავს მოგრძო ფორმის ნაყოფს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს ამ ფხვნილს.




თუკი აბორიგენი მშრომელები ბაობაბის ნაყოფის დაკრეფისას მშიერ ლომების მიერ შეჭმას გადაურჩნენ და ფხვნილის დამზადებამ და ტრანსპორტირებამაც მშიდობიანად ჩაიარა, ამის შემდეგ ისღა დარჩენია ადამიანს, რომ ამ ეგზოტიკურ ფხვნილს ჩვეულებრივი წყალი დაასხას და C ვიტამინით მდიდარი ბაობაბის წვენიც მზადაა :))




ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად გემრიელია ეს წვენი, მაგრამ თუ ბაობაბის ფხვნილის მწარმოებლებს ვენდობით ადამიანისათვის სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს. გემოთი ცოტა მომჟავოა და წყალში გახსნილ C ვიტამინის გემოს ჰგავს, ასე რომ თუკი გასინჯვას დააპირებთ ცოტა შაქარი დაუმატეთ :))
დაჟე სხვადასხვანაირი რეცეპტებიც კი არსებობს.

მიუხედავად ამისა, აფრიკელები ძალიან ამაყობენ თავიანთი ხით და ზიმბაბვეში მის საპატივცემულოდ ადგილობრივი ფულიც კი მოჭრეს :)



გარდა ამისა ბაობაბისგან მზადდება სხვადასხვა სახის პარფიუმერია, მაგალითად ტანის დამატენიანებელი რძე:



და ბაობაბის პეპსიც კი!



მოკლედ, თურმე რა სასარგებლო მცენარე ყოფილა..
ერთი-ორი ბაობაბის ხე საქართველოშიც რომ დავრგათ ცუდი არ იქნება :)

I Like თბილისი in the Rain

5 კომენტარი

წვიმს წვიმს წვიმს


და მე საკმარისად დავსველდი სანამ სახლიდან სამსახურამდე მივიდოდი

მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, რაღაც იზოლაციის პონტში - წიპა ვართ მარტო მე და წვიმა, სხვა დანარჩენი წვიმის ფარდის იქეთაა..

ისე კი ჩემთვის წვიმიანი თბილისი რაღაც პოსტაპოკალიპტური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ალბათ ამიტომაც მომწონს ლოლ :)

დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე სახეტიალოდ, საკაიფოდ დავსველდებოდი, მერე სადმე ბუხრიან კაფეში ან ბარში შევიდოდი, დავლევდი გლინტვეინს ან გროგს, გავშრებოდი და ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ წვიმს...


ჰო, გუბეების გადაცურვისას დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დებილურადაა ტროტუარები გაკეთებული, თუმცა ეგეც არაფერი.



პ.ზ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დილიდან ეს სიმღერა ამეკვიატა :)



:)

The მწვად-like things

3 კომენტარი

ახლა უკვე გირჩის არომატით! :))




ზმიური in Acton!!

5 კომენტარი

გუშინწინ ლუდ-პახოდისას მიექსპრომტებული ზმიურის "ფოტოსეტი"

















პ.ზ. მარქსი, ენგელსი, ლენინი?

მაშინ ჯერ კიდევ მზე იყო და სითბო...







ფოტოები © nick_el_son

ძაან მაგარი წვიმა იყო გუშინ..... მიყვარს მასეთი ამინდი...
მარა წესიერად ვერ დავსველდი :D
ჯერ ოფისში ვიჯექი, აი მაშინ მოშნად რომ დასცხო და მეორე ჯერზე ჯერ მაკდონადსის ფანჯრიდან ვტკბებოდი სანახაობით და მერე სადღაც მოფარებულში.... ნუ ჩემი ნება რომ ყოფილიყო მაგარს დავსველდებოდი და ვითხლაპუნებდი გუბეებში :ურო:

მერე უცებ გადაიღო, ცოტა მზის პონტი გაიჩითა და პახოდუ ცისარტყელა :))

მერე გამახსენდა რომ ჩემს მობილურსაც აქვს კამერა და ექსპრომტად ორი ფოტო გადავიღე.





რაც მთავარია არც გუშინ და ჯერ-ჯერობით არც დღეს არ ცხელა და მაგარი კაი პონტია :)


პ.ზ. ხო ცისარტყელაზე განახსენდა.... ყველაზე Fეიმოს ვეშები მუსიკაში მაგაზე:

The Rolling Stones - She's a Rainbow

Rainbow - Rainbow Eyes

The Future is Wild

2 კომენტარი



როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?

მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.

ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.

ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)


პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home

ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)

ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge


ტყე...

0 კომენტარი

არ ვიცი რატომ ჰგონია ზოგ ადამიანს, რომ ტყე ძალიან რომანტიკული ადგილია? სილამაზე კი, მაგრამ რომანტიზმის რა მოგახსენოთ... თუ გავითვალისწინებთ წითელქუდას ზღაპარს, შეიძლება ითქვას, საშიშიც კი არის ტყეშიო.... მაგრამ...

ამ მომენტში, ბებიისთვის კალათში ჩაწყობილი "პერაშები" გამახსენდა და ცოტა არ იყოს მომშივდა...


ხოდა წავედი ეხლა მე... თქვენ კი "ტყიური" სურათებით დატკბით, ეშმაკსაც წაუღია თქვენი რომანტიკული განწყობა...



ფოტოები © nick_el_son

Related Posts with Thumbnails