Showing posts with label WildLife. Show all posts
Showing posts with label WildLife. Show all posts

ჩემი ამონიტი

0 კომენტარი

ეს ამონიტი უკვე დიდი ხანია მაქვს, ბავშვობაში პალეობიოლოგიის ინსტიტუტიდან წამოვიღე.
ზუსტად არ ვისი რამდენი ხნისაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამონიტების გადაშენების თარიღს, არანაკლებ 65 მილიონი წლის წინანდელი ყოფილა. თანაც საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი :)






ამონიტები - ეს იყვნენ ზღვის მოლუსკები რომლებიც ცხოვრობდნენ პალეოზოურ და მეზოზოურ ერაში 425–65.5 მლნ. წლებში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.
მართალია ამონიტები დღეს აღარ არსებობენ, მაგრამ მათ მაინც დატოვეს შთამომავალი - "ცოცხალი ნამარხი" ნაუტილუსი.

The Future is Wild

2 კომენტარი



როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?

მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.

ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.

ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)


პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home

ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)

ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge


Related Posts with Thumbnails