როგორც ბუმბერაზი კლასიკოსები კიარადა ნატოშა წერს თავის ბლოგზე: "ნებისმიერი ბლოგერი დამეთანხმება, რომ მოდის პერიოდი, როდესაც არ გეწერინება პრინციპულად და ასეთ დროს, პოსტები უნდა “მოიგონო” რომ განახლების სიხშირე არ დავარდეს.. არადა, ნუ არ გეწერინება და ძალაა?".. ფაქტიურად მასეთი პერიოდი მაქვს ზუსტად ახლა მეც.. ტოესწ არასოდეს არ ვყოფილვარ ე.წ. აქტიური ბლოგერი და პრინციპში არც ვაპირებ როდისმე ვიყო.... უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი რომ რაიმე სიჭკვიანე ან სისულელე დავწერო აქ და მერე ხალხმა ნახოს და მაგინოს... :D ნუ ან არ მაგინოს, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, საქმე ისაა რომ გარკვეულწილად კმაყოფილდება თვითგამოხატვისა და წიპა "ჩემი სათქმელი ვიღაცას მაინც გავაგონე" ამბიცია თუ პრეტენზია... ჰოდა ეს ბოლო ხანებია და ეგეც კი დავიკიდე...
ჯერ იყო და ვაპირებდი ახალი წლის დღეებში რასაც ვაკეთებდი ის პონტები და სიტუაციები დამეწერა, ნუ გასაგებია რომ ნორმალურ ადამიანს წესით და კანონით არ უნდა აინტერესებდეს მაგალითად რას სვამდა ვიღაც მისთვის უცნობი ტიპი როდესაც საათი 12-ს უკაკუნებდა და მეზობლის ბავშვები ფერიერვერკებს უშვებდნენ ან დილის 7 საათზე როგორ მიფოფხავდა გაგლეჯილი მთვრალი მეზობელი სადარბაზოს კიბეებზე რომ სახლში ასული ლოგინზე გაუხდელად დაგდებულიყო და ასეთი საშინელებები, მარა უბრალოდ იმდენ სხვადასხვა ადგილას, სიტუაციაში და სასტავში მოვხვდი და თანაც არა-წინასწარგანზრახვით და იმდენად კომიკურ-აბსურდული რამეები ხდებოდა, რომ მომინდა მაინც დამეწერა...
თუმცა ეს იყო რაღაც სურვილისნაირი, რომლის რეალობაში განხორციელებაც ძალიან ძნელი კიარადა შეუძლებელი აღმოჩნდა :D ყოველთვის როდესაც ვთქვი, რომ აი ვსო ეხლა ვჯდები და ვწერ და ა.შ., ან დამეზარა, ან არ მქონდა მაგის ნერვები, ან... და ა.შ. ნუ ერთი რაც მოვახერხე ეს ყველაფერი ჩავწერე მობილურში საუნდ რექორდერით, ისიც ალბათ არ მეძინებოდა და საქმე არ მქონდა არ ვიცი ნამდვილად :მხრებისაჩეჩვისსმაილიკი: და ვაბშე რა ეშმაკად მინდა დღესაც წარმოდგენა არა მაქვს :)
მერე რაღაც 2 პოსტი გავაკეთე ისიც რაღაც "მეჟდუპროჩიმ" თემებზე და სულ ეგ იყო.. ეს კი არა და დღემდე დრაფტად მაქვს დამახსოვრებული ჩემი ერთი ძველი ფორუმული სტატიის (თუ რაცაა) ტექსტი ქართულ ინტერნეტ-სლენგზე, რომელსაც ცოტა გადაკეთებას და აქ დადებას ვუპირებდი (თუ ვუპირებ) და დამეზარა და ვაბშემც რა... იტოგში დარჩა ესე ცა და მიწას შორის გამოკიდებულივით :|
მოკლედ, დავუბრუნდეთ პირველ წინადადებას და აი არ იპოსტება და **** თუ გინდა :user:
დღეს ერთ-ერთ ფორუმზე ვნახე Echo & the Bunnymen-ის თემა და გამახსენდა The Killing Moon და გამახსენდა დონი დარქო.. და ეხლა დებილივით ვზივარ და საუნდტრეკებს ვუსმენ :))
მარა ბლოგზე რატომ ვპოსტავ ნამდვილად ვერ ვხვდები... :X
ოპტიკური ილუზია (ასევე ცნობილი როგორც ვიზუალური ილუზია) წარმოადგენს მოვლენას, როდესაც მოცემული იმიჯები ადამიანის მიერ აღიქმება განსხვავებულად ვიდრე სინამდვილეშია. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.
არსებობს ოპტიკური ილუზიის სამი მთავარი ტიპი:
1. ლიტერალური ოპტიკური ილუზიები, რომლებიც წარმოქმნიან იმიჯებს რომლებიც განსხვავდება იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ქმნიან მათ;
2. ფიზიოლოგიური ილუზიები, რომლებიც წარმოადგენენ თვალისა და ტვინის გადამეტებული სპეციფიკური ტიპის სტიმულაციის ეფექტებს (სიკაშკაშე, დახრილობა, ფერი, მოძრაობა);
3. შემეცნებითი ილუზიები, სადაც თვალისა და ტვინის მიერ ხდება უნებური/არაცნობიერი დასკვნების გამოტანა.
უფრო მეტის გაგება შეიძლება აქ:
Optical illusion - Wikipedia
ოპტიკური ილუზია - ვიკიპედია
ოპტიკური ილუზიის რამდენიმე მაგალითი:
თუ გაიწევით მონიტორიდან და შორიდან შეხედავთ სურათს, დაინახავთ მერილინ მონროს გამოსახულებას:
ყურადღებით დააკვირდით ჩამონათვალს და დაასახელეთ თითოეული სიტყვის ფერი:
თუ რამდენიმე ხანი ყურადღებით დააკვირდებით სურათის ცენტრში განთავსებულ წერტილს, ლაქები მის გარშემო თანდათან გაქრება :)
დააკვირდით ფოტოსურათს სადაც გამოსახულია ჰიდროპლანი. შეამჩნევთ, რომ ფოტოს მარჯვენა ნაწილი რამდენადმე უფრო ყვითელ ფერშია.
ახლა შეხედეთ ქვედა გამოსახულებას და 30 წამის განმავლობაში უყურეთ მის ცენტრში გამოსახულ წერტილს. ამის შემდეგ ისევ დააკვირდით ზედა ფოტოზე გამოსახულ ჰიდროპლანს. ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ დაინახავთ ფერების სხვაობას ფოტოს მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის.
შეხედეთ სურათზე გამოსახულ სახეებს. მარჯვნივ მშვიდი სახეა, ხოლო მარცხნივ ბოროტი?
დაშორდით მონიტორს 3-4 მეტრით და ახლიდან შეხედეთ ;)
გგონიათ ორივე სახე ერთნაირია?
კვლავ დაშორდით მონიტორს და კარგად შეხედეთ :)
და ბოლოს, საინტერესო ინფორმაცია:
© ფოტოები აღებულია საიტიდან http://onua.com.ua/
როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?
მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.
ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.
ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.
ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home
ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)
ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge
თბილისის ფორუმზე იყო (და ალბათ ჯერჯერობით იქნება კიდეც, სანამ არ მიუკეტიათ) თემა "კონსტიტუციური მონარქიის სუნი მცემს, :))))))"
ნუ როგორც ყოველთვის ხდება, ამ თემაშიც წავიდა მონარქისტებისა და ე.წ. ანტიმონარქისტების დავა საქართველოში სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ, სტარაია პესნია რა... :D
მოკლედ ამ თემაში გაკეთდა ერთი პოსტი, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ მომინდა ბლოგზეც დამედო :)
პოსტის ავტორია tom
ესეც პოსტი:
ბოიიიშ.....ბაგრატიონი რომ ვიყო და შემომთავაზონ მეფობა....არ დავთანხმდებიიიიიიიი....რაზე ავიტკიო აუტკივარი თავი... კორონაციიდან ორ თვეში, მორიგი წარუმატებელი ქართველი განტევების ვაცად გამომიყვანს და უცებ ბაგრატიონიდან გადავიქცევი ბაგრატუნიანად... მერე გამოვლენ ისეთი ვიღაცეები მიწისქვეშა გადასასველით სარგებლობა რომ უტყდებათ და იტყვიან რომ მონაარქიზმა არ გაამართლა, და დროა მოხდეს რევოლუცია, აიღებენ ნარიყალას ციხეს, ამ მონარქიზმის უძლეველ ბასტიონს და ფაფუ.... მომიწევს სადმე გაქცევა.....
სადმე რა, მშობლიურ ევროპაში
თან წარმოიდგინეთ მეფეს არანაირი უფლებები არ უნდა ქონდეს.... სამაგიეროდ მაინც მე, როგორც მეფეს დამბრალდება ყველაფერი, საიდან ჩამოათრიეს, ეს ვინ დაგვისვეს თავზე, ბევრ საჭმელს ჭამს, ძვირიან ტანსაცმელს იცვამს, მარხვას არ იცავს ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს... და ცოტა გრძელი თმა აქვს...
ხოდა აი ასე გამაქცევენ მე მონარქს მშობლიურ ევროპაში... და დაგვრჩება რეზერვში დიქტატურა... ვიღაც გახდება დიქტატორი, მერე ისიც გაიქცევა თუ გააქცევენ, მერე ალბათ სასულიერო პირს დანიშნავენ დიდის ზარ-ზეიმით სახელმწიფო მეთაურად და გადავალთ სახელმწიფოებრივი წყობის ბოლო დარჩენილ სტადიაზე... თეოკრატიულზე.... მერე ეს ჩვენი სასულიერო პირი ყველასათვის მიუღებელი და მკრეხელი გახდება, იმიტომ რომ ვიღაცა ცუდ ფეხზე ადგა და იმასაც მოისვრიან....... მერე იქნებ ვიღაცამ დაგვიპყროს, ვინმე დაგვასვას თავზე და დავისვენებთ ერთი-ორი საუკუნე.... და მერე ყველაფერი იწყება თავიდან.......
LINK
