ესე იგი პატარა შესავალის მსგავსი რაღაც: წინა შაბათს გარხოზამ დამირეკა და წამათრია "რა, სად, როდის?"-ის სათამაშოდ IBSU-ში.. ეხლა რატომ ვწერ ამას... იქ იყო ერთი ასეთი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა ვიღაც ოღრაშის მიერ შექმნილ ბრენდი კომპანიების ლოგოებს, ოღონდ ფინანსური კრიზისის შემდგომი პერიოდის... ანუ აიღო ცნობილი ლოგოები და ასე ვთქვათ დაარემიქსა ამ ყველაფრის გათვალისწინებით...
ამან დამაინტერესა და რასაკვირველია დავგუგლე.. )

ესეც მიღებული შედეგები:


Company Logos After the Financial Crisis


Apple



Ford now known as



3M downsized



LG: Life is really not that great



YAHOO! Turns out this is what their executives are



Best Buy: Now less of a statement more of a plea



citigroup



Crysler



Dell



DowJones



Ferrari



Cisco Systems



GoodYear



Nike



NOKIA: Connecting people



Xerox




ესეც კოლაჟები:





Original content

მოკლედ, სანამ საქართველოში მელკი შიდაპოლიტიკური გარჩევებით ვართ დაკავებულნი, ირანში ვნებები დუღს :) საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა, თუმცა მისი ოპონენტი, მუსავი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას. მან გამოიყვანა მხარდამჭერების ძალიან დიდი რაოდენობა ქუჩაში და ატარებს საპროტესტო აქციებს.

ამ აქციებს უკვე მოჰყვა მხვერპლიც. დღევანდლამდე დაღუპულია 7 მომიტინგე. ფრანს პრესის ინფორმაციით ქუჩაში გამოსული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი მიახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს..

მოკლედ, რაღაც იწყება ირანში აშკარად ;)


ესეც ფოტოები უკომენტაროდ (© www.boston.com)

















































































Original content

იტალიელი მალტაზე

0 კომენტარი

Animations of the italian man who went to malta...

მაკარონშჩიკებმა არ უყუროთ :gigi:



ვერსია 1:




შავ-თეთრი ვერსია:




ვერსია 3:




The Simpsons-ვერსია:




პინგვინოიდური ვერსია ლინუქსის მოყვარულებისთვის:




South Park-ული ვერსია:




სლაიდშოუ ვერსია:




კიდევ ერთი მულ'წიაშკა ვერსია:




დანარჩენები შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ აქ: YouTube

:)))

Sony Ericsson K750 ringtone After the Rain video

0 კომენტარი

ვინც არ იცის, Sony Ericsson K750-ს (ბოლო პრაშივკას) დეფოლტად მოჰყვება რინგტონი სახელად After the Rain. სამწუხაროდ ის მხოლოდ 19 წამიანი ნაწყვეტია ყველანაირი დამატებითი ინფოს გარეშე.

After the rain has gone,
you will find place to love again
After the rain has gone,
there will be time to love again.



და აი უცებ, ეს ვეში გავაძრე იუთუბზე :D
მართალია ცოტათი განსხვავებული ვერსიაა (უფრო წაუჰაუსებს ეს), მარა კ ჩორტუ



რაც შეეხება შემსრულებელს, წესიერად მაინც ვერ გავიგე ვინ მღერის....
სავარაუდოდ ასეა:

Mzala & Nash Dawg - After the Rain

:)

Image Hosted by ImageShack.us


1. პირველი და მთავარი - საზოგადოების დაკვეთას აცდნენ. "მხდალი კურდღელი", "ჰალსტუხიჭამია", გაბერილი განდონებით სირბილი და "დედი ჩავიჯვი"-ს ძახილი არ იყო ის, რაც საზოგადოებას უნდოდა. საზოგადოება ამ ეტაპზე ითხოვდა რეალურ, პროდასავლურ, ჩამოყალიბებულ, სერიოზულ, ზომიერ ლიდერს თუ ძალას, რომელიც ქვეყნის ვექტორს შეინარჩუნებდა და წინა ხელისუფლების ჩასვრილ-გაფუჭებულს გამოასწორებდა. ასეთად ხალხს რაღაც ეტაპზე ალასანია ესახებოდა, და სწორედ ამიტომ იყო მის ირგვლივ ამოდენა მოლოდინი შექმნილი. თუმცა ამ ახალგაზრდა კაცმაც, სამწუხაროდ, ჩამოსვლისთანავე მოასწრო მარგინალიზაცია და თავისი მთავარი უპირატესობები ქარს გაატანა ზიზღისგან სახედაღრეჯილი, ჩამოწერილი პოლიტიკური გვამების ფონზე 10-დღიანი ულტიმატუმის გამოცხადებით.

2. უპრინციპობა და მესიჯი - "მიზანი ამართლებს საშუალებებს". ოღონდ ჩვენს მოკლევადიან მიზანს მივაღწიოთ (რომლის მერეც არ ვიცით რა იქნება) და ამისათვის ნებისმიერ ხერხია მისაღები. გუშინდელი მოსისხლე მტრები ერთად დადგნენ, რამაც საზოგადოების საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა მათ გულწრფელობაში. სულ რაღაც 1 წლის წინ ხომ ბურჯანაძე პლედებს არ აძლევდა გამყრელიძეს, რომელიც აგინებდა ოქრუაშვილს, რომელიც ბოზს ეძახდა ჩიხრაძეს, რომელიც აგრეთვე ბოზს ეძახდა ბურჯანაძეს, რომელიც დასანახად ვერ იტანდა ზურაბიშვილს, რომელიც დასცინოდა შალიკოს, რომელიც გასამართლებით ემუქრებოდა ბურჯანაძეს. ხალხმა ვერ გაიგო, ვისი ფუნჯი ვის როიალში იყო და ხელი ჩაიქნია

3. უაზრო შოვინიზმი - ქართული ვაშლისგან მხოლოდ ქართული ჯემი უნდა გაკეთდეს, ქართველ კაცს კინემატოგრაფიული აზროვნება აქვს და მისი ჩაკვლა დანაშაულია, დღეს ყველაფერი ქართული ჩაწიხლულია, ქართველი ქალი სექს-შოპში არ უნდა შედიოდეს, ამერიკის ასაკის თუთა მიდგას ეზოში

4. გაცვეთილი სახეები + წითელი ინტელიგენცია, გიგა ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, ჯანსუღ ჩარკვიანი და მისთანანი. მათ შორის უამრავი 90-იანი წლების გადატრიალების მონაწილე და შევარდნაძის უამრავი მეხოტბე. ჩამოთვლაც კი არ მინდა.

5. ზიზღი. განუზომლად დიდი ნეგატივი, ზიზღი პიროვნებები მიმართ. გიიიიივიიი, ბოკერიას თვალები, მიშას დორბლები, ა. შ.

6. გადამეტებული მოლოდინი - 9 აპრილს სტიქია მოვა, სტიქია. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და მხოლოდ სტუდიაში შემოსული "რალამაზებიხართორივეძმები" ზარების მიხედვით საკუთარი ძალების და შესაძლებლობების განსაზღვრა.

7. გეგმის არქონა. ჯერ ოღონდ ეს წავიდეს და მერე მოვიფიქრებთ რა ვქნათ. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ომის მდგომარეობაშია.

8. რელიგიით გადამეტებული მანიპულირება. აშკარა ფარისევლობა.

დასკვნა: ჩასვრილი ოპოზიცია იმედია გააცნობიერებს, რა წარმოადგენს საზოგადოების რეალურ დაკვეთას. თუმცა, თუ ვერ გააცნობიერებს, დიდი არაფერი დაშავდება, იმიტომ რომ საბოლოოდ დაკარგა მთავარი კოზირი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა - 100-200 ათასი ადამიანი, რომელიც პირველივე დაძახებისთანავე ქუჩაში გამოდიოდა.

ამაზე უკვე იმან უნდა იფიქროს, ვინც მათ ადგილს დაიკავებს.

©Riablo

რატომ ჩაისვარა ოპოზიციამ? მიზეზები


ესეც რამდენიმე ვიდეო ოპოზიციის "გენიალური" გამონათქვანებით (დიდი მადლობა flourishing-ს, Kissie-ს და Lord Vader-ს):


გენიალური აღმოჩენა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში, რომელმაც შეძრა სამყარო


გენიალური აღმოჩენა ფიზიოლოგიაში


გარღვევა უწმინდურ ძალებთან ბრძოლაში


უბრალოდ მაისაშვილი :)


ალასანიას დაბნევა და გაჩეჩილაძის ისტერიკა


უცნობი კუჭის გამართული მოქმედების მნიშვნელობაზე სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებს პროცესში


დადებითი მოვლენები ქვეყანაში, კვირის ტოპ სამეული

ეჭვიც არ მეპარება, რომ გაგრძელება იქნება :|

Related Posts with Thumbnails