Depression Party

1 კომენტარი

მახსოვს ადრე მსგავსი სახელწოდების თემა გავხსენი ჯეოროკზე.. ნუ იმ დროს სასტიკ დეპრესიაში ვიყავი და თითქმის სულ "გრუზავიკ" სიმღერებს ვუსმენდი :)

დღევანდელ დროს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი (ან პერიოდები), როდესაც რაიმეს ნიადაგზე დეპრესიაში ვარდება. ეს შეიძლება დღეების, კვირეების ან თვეების მანძილზეც კი გაგრძელდეს.. სხვისი არ ვიცი და ამ დროს ჩემზე პირადად ძალიან ცუდად მოქმედებს, როდესაც ვინმე ჩემს გამხიარულებას ცდილობს; არა აქვს მნიშვნელობა რა საშუალების გამოყენებით იქნება ეს.. მით უმეტეს თუ საქმე მუსიკას ეხება.. ასეთ შემთხვევებში შემიძლია ძალიან უხეში ვიყო და მოკლედ რაღაც საშინელებები ვილაპარაკო ან ვაკეთო.

ამ დროს ჩემთვის დეპრესიიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა სწორედ ე.წ. დეპრესიული მუსიკის მოსმენა და ამ ყველაფრის ჩემივე თავში გადახარშვაა... დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად შველის ;)

მოკლედ, წარმოგიდგენთ იმ რამდენიმე სიმღრეას, რომელიც ჩემთვის ყველაზე დეპრესიულია და ერთდროულად როგორც პესიმისტურ, ასევე ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს ადამიანს...

Image Hosted by ImageShack.us

პირველი ესაა ჯეფ ბაქლის "Dream Brother", რომელზეც მაგალითად გუდმენა მეუბნება, რომ "ძაან მაგარი ვეშჩია შჩ, მარა არანაირად დეპრესიული", ნუ ჩემთვის არის და რა ვუყო... :უსერ:

Jeff Buckley - Dream Brother

ნუ შემდეგ ალბათ მოდის ჯოი დივიჟენის 3 სიმღერა: "The Eternal", "Decades" და "Atmosphere"..
საერთოდ ეს ჯგუფი გრუზავიკების სიმრავლით გამოირჩევა და ნებისმიერ ალბომში 4-5 მასეთი ვეში ნამდვილად მოიპოვება..

Joy Division - The Eternal
Joy Division - Decades
Joy Division - Atmosphere

კიდევ ერთი სიმღერა: სქითერ დევისის "The End Of The World"... მკვლელი რამეა.. :|

Skeeter Davis - The End Of The World

შემდეგი კანდიდატია 69 თვალის :D "Radical".. ეს სიმღერა მაკამ შემაყვარა თავის დროზე.

The 69 Eyes - Radical

აქვე ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არმი ოვ ლავერზის "Obsession",

Army Of Lovers - Obsession

ბითლზების ორი ვეში:

The Beatles - Eleanor Rigby
The Beatles - Yesterday

და ა.შ:

The Cure - The Funeral Party
Cyndi Lauper - If You Go Away
Depeche Mode - A Question Of Lust
Depeche Mode - Little 15
Depeche Mode - Condemnation
Depeche Mode - Judas
The Doors - I Can't See Your Face In My Mind
The Doors - Unhappy Girl
The Doors - The Crystal Ship
The Doors - Soul Kitchen
The Doors - End Of The Night
The Doors - The End
The Doors - Summer's Almost Gone
The Doors - Cars Hiss By My Window
The Doors - Bird Of Prey
Garbage - Milk
The Greenhorns with Holly Golightly - There Is An End
INXS - Never Tear Us Apart
Janis Joplin - Cry Babe
Janis Joplin - Little Girl Blue
Jefferson Airplane - Comin' Back To Me
King Crimson - One Time
Led Zeppelin - Babe I'm Gonna Leave You
Led Zeppelin - Since I've Been Loving You
Creedence Clearwater Revival - Long As I Can See The Light
Nirvana - Where Did You Sleep Last Night
Nirvana - Something In The Way
Wilco - How To Fight Loneliness
Michael Andrews & Gary Jules - Mad World
Black Sabbath - She's Gone
Queen - You Don't Fool Me
R.E.M. - Everybody Hurts
Radiohead - Exit Music (For A Film)
Radiohead - Lucky
Radiohead - No Surprises
Tori Amos - Me And A Gun
Black Attack - Bang Bang
Nana - Remember The Time
Robert Plant - Big Log

მოკლედ, უსმინეთ და დაიგრუზეთ :P

განახლებები ბლოგზე

0 კომენტარი

ერთ დღესაც, როდესაც მზე ანათებდა, ჩიტები გალობდნენ, ტემპერატურა 18 გრადუსი ცელსიუსით, ფარდობითი ტენიანობა 78%, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია ისევ ისეთი ქაქი იყო, გავხსენი ოპერა, მაუსის კურსორი Speed Dial-ის მე-9 ტაბს მივაკლიკე და ბლოგზე შემოვედი....

და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიხედვით საკუთარ ბლოგზე ცუდი არ უნდა ილაპარაკო, მივხვდი რომ ძალიან სტანდარტულ-მოუხერხებელ და ასე ვთქვათ უაზრო დიზაინს ვათვალიერებდი.. :|

რატომ არ დებენ ნორმალური თემფლეითებს Default-ებში ნამდვილად ვერ ვხვდბი, მარა ეს ცალკე საკითხია და აქ ნამდვილად არ ვაპირებ მასზე წერას..

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ახალი დიზაინის მოძებნა და მორგება ბლოგსა ზედა :)

ასე, რომ Searching -> Testing -> Searching -> Testing -> Searching -> Testing -> Testing -> Done (იმედია მალე :))

Image Hosted by ImageShack.us

როგორც ბუმბერაზი კლასიკოსები კიარადა ნატოშა წერს თავის ბლოგზე: "ნებისმიერი ბლოგერი დამეთანხმება, რომ მოდის პერიოდი, როდესაც არ გეწერინება პრინციპულად და ასეთ დროს, პოსტები უნდა “მოიგონო” რომ განახლების სიხშირე არ დავარდეს.. არადა, ნუ არ გეწერინება და ძალაა?".. ფაქტიურად მასეთი პერიოდი მაქვს ზუსტად ახლა მეც.. ტოესწ არასოდეს არ ვყოფილვარ ე.წ. აქტიური ბლოგერი და პრინციპში არც ვაპირებ როდისმე ვიყო.... უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი რომ რაიმე სიჭკვიანე ან სისულელე დავწერო აქ და მერე ხალხმა ნახოს და მაგინოს... :D ნუ ან არ მაგინოს, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, საქმე ისაა რომ გარკვეულწილად კმაყოფილდება თვითგამოხატვისა და წიპა "ჩემი სათქმელი ვიღაცას მაინც გავაგონე" ამბიცია თუ პრეტენზია... ჰოდა ეს ბოლო ხანებია და ეგეც კი დავიკიდე...

ჯერ იყო და ვაპირებდი ახალი წლის დღეებში რასაც ვაკეთებდი ის პონტები და სიტუაციები დამეწერა, ნუ გასაგებია რომ ნორმალურ ადამიანს წესით და კანონით არ უნდა აინტერესებდეს მაგალითად რას სვამდა ვიღაც მისთვის უცნობი ტიპი როდესაც საათი 12-ს უკაკუნებდა და მეზობლის ბავშვები ფერიერვერკებს უშვებდნენ ან დილის 7 საათზე როგორ მიფოფხავდა გაგლეჯილი მთვრალი მეზობელი სადარბაზოს კიბეებზე რომ სახლში ასული ლოგინზე გაუხდელად დაგდებულიყო და ასეთი საშინელებები, მარა უბრალოდ იმდენ სხვადასხვა ადგილას, სიტუაციაში და სასტავში მოვხვდი და თანაც არა-წინასწარგანზრახვით და იმდენად კომიკურ-აბსურდული რამეები ხდებოდა, რომ მომინდა მაინც დამეწერა...
თუმცა ეს იყო რაღაც სურვილისნაირი, რომლის რეალობაში განხორციელებაც ძალიან ძნელი კიარადა შეუძლებელი აღმოჩნდა :D ყოველთვის როდესაც ვთქვი, რომ აი ვსო ეხლა ვჯდები და ვწერ და ა.შ., ან დამეზარა, ან არ მქონდა მაგის ნერვები, ან... და ა.შ. ნუ ერთი რაც მოვახერხე ეს ყველაფერი ჩავწერე მობილურში საუნდ რექორდერით, ისიც ალბათ არ მეძინებოდა და საქმე არ მქონდა არ ვიცი ნამდვილად :მხრებისაჩეჩვისსმაილიკი: და ვაბშე რა ეშმაკად მინდა დღესაც წარმოდგენა არა მაქვს :)

მერე რაღაც 2 პოსტი გავაკეთე ისიც რაღაც "მეჟდუპროჩიმ" თემებზე და სულ ეგ იყო.. ეს კი არა და დღემდე დრაფტად მაქვს დამახსოვრებული ჩემი ერთი ძველი ფორუმული სტატიის (თუ რაცაა) ტექსტი ქართულ ინტერნეტ-სლენგზე, რომელსაც ცოტა გადაკეთებას და აქ დადებას ვუპირებდი (თუ ვუპირებ) და დამეზარა და ვაბშემც რა... იტოგში დარჩა ესე ცა და მიწას შორის გამოკიდებულივით :|

მოკლედ, დავუბრუნდეთ პირველ წინადადებას და აი არ იპოსტება და **** თუ გინდა :user:

დღეს ერთ-ერთ ფორუმზე ვნახე Echo & the Bunnymen-ის თემა და გამახსენდა The Killing Moon და გამახსენდა დონი დარქო.. და ეხლა დებილივით ვზივარ და საუნდტრეკებს ვუსმენ :))


მარა ბლოგზე რატომ ვპოსტავ ნამდვილად ვერ ვხვდები... :X




ოპტიკური ილუზიები

5 კომენტარი

ოპტიკური ილუზია (ასევე ცნობილი როგორც ვიზუალური ილუზია) წარმოადგენს მოვლენას, როდესაც მოცემული იმიჯები ადამიანის მიერ აღიქმება განსხვავებულად ვიდრე სინამდვილეშია. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.

არსებობს ოპტიკური ილუზიის სამი მთავარი ტიპი:

1. ლიტერალური ოპტიკური ილუზიები, რომლებიც წარმოქმნიან იმიჯებს რომლებიც განსხვავდება იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ქმნიან მათ;

2. ფიზიოლოგიური ილუზიები, რომლებიც წარმოადგენენ თვალისა და ტვინის გადამეტებული სპეციფიკური ტიპის სტიმულაციის ეფექტებს (სიკაშკაშე, დახრილობა, ფერი, მოძრაობა);

3. შემეცნებითი ილუზიები, სადაც თვალისა და ტვინის მიერ ხდება უნებური/არაცნობიერი დასკვნების გამოტანა.


უფრო მეტის გაგება შეიძლება აქ:
Optical illusion - Wikipedia
ოპტიკური ილუზია - ვიკიპედია


ოპტიკური ილუზიის რამდენიმე მაგალითი:


თუ გაიწევით მონიტორიდან და შორიდან შეხედავთ სურათს, დაინახავთ მერილინ მონროს გამოსახულებას:

Visit UploadGeek


ყურადღებით დააკვირდით ჩამონათვალს და დაასახელეთ თითოეული სიტყვის ფერი:

Visit UploadGeek


თუ რამდენიმე ხანი ყურადღებით დააკვირდებით სურათის ცენტრში განთავსებულ წერტილს, ლაქები მის გარშემო თანდათან გაქრება :)

Visit UploadGeek


დააკვირდით ფოტოსურათს სადაც გამოსახულია ჰიდროპლანი. შეამჩნევთ, რომ ფოტოს მარჯვენა ნაწილი რამდენადმე უფრო ყვითელ ფერშია.

ახლა შეხედეთ ქვედა გამოსახულებას და 30 წამის განმავლობაში უყურეთ მის ცენტრში გამოსახულ წერტილს. ამის შემდეგ ისევ დააკვირდით ზედა ფოტოზე გამოსახულ ჰიდროპლანს. ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ დაინახავთ ფერების სხვაობას ფოტოს მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის.

Visit UploadGeek
Visit UploadGeek


შეხედეთ სურათზე გამოსახულ სახეებს. მარჯვნივ მშვიდი სახეა, ხოლო მარცხნივ ბოროტი?
დაშორდით მონიტორს 3-4 მეტრით და ახლიდან შეხედეთ ;)

Visit UploadGeek


გგონიათ ორივე სახე ერთნაირია?
კვლავ დაშორდით მონიტორს და კარგად შეხედეთ :)

Visit UploadGeek


და ბოლოს, საინტერესო ინფორმაცია:

Visit UploadGeek


© ფოტოები აღებულია საიტიდან http://onua.com.ua/

The Future is Wild

2 კომენტარი



როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?

მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.

ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.

ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)


პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home

ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)

ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge


Related Posts with Thumbnails