ოდესმე გინახავს მიწა
დასველებული და წითელი ათასთა სულით
გინახავს მთვარის შუქზე
ამოსული მისგან აჩრდილი
რომელსაც ხელში ეჭირა ცული
და რომლის ტანსაც არ ჰქონდა ჩრდილი
თავგანწირვა
როგორც ყოველი მეორე სიტყვა
რომელსაც ამბობ
და თან ვერ ხვდები
რატომ კვდება შენში სინათლე
რომ იღუპება ყველაფერი
რაც ასე გიყვარს
შენში არ არის
აღარცერთი წვეთი სიმართლე
უზომო სევდა შეგიჩნდება რომ გამოგფიტოს
დაე მოიღე მოწყალება
მოკალი ვინმე
თორემ ის მოგკლავს შენ
და დამთავრდება ყველაფერი ძალიან მალე
შენ ამოსული მთვარის შუქზე
აჩრდილი იხმე
და ამის მერე ვეღარასოდეს
გაახელ თვალებს…
ფოტო © gogann
1 კომენტარი:
:tan:
Post a Comment