ავტოსამყაროში სიტყვა ჰიბრიდი გამოიყენება ისეთი კლასის მანქანების აღსანიშნავად, რომლებიც წარმოადგენენ ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებისა და ელექტრომობილების ნაჯვარს. მათი პრინციპი მარტივია: თავად ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს ელექტროენერგიაზე მომუშავე ძრავას რომელიც იკვებება ელემენტიდან, ხოლო ამ ელემენტის დამუხტვა ხდება შიდაწვის პრინციპზე აგებული ელექტროგენერატორით. ეს გენერატორი ავტომობილის ცენტრალური კომპიუტერით იმართება და ირთვება მხოლოდ ელემენტის სრული განმუხტვის შემდეგ.

Hybrid vehicle | Wikipedia

ამ ტიპის ავტომობილების მთავარი პლიუსი არის საწვავის დაბალი მოხმარება (მაგალითად ჰიბრიდული Toyota Prius მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ საწვავს ვიდრე მისი ჩვეულებრივი ვარიანტი) და აქედან გამომდინარე ეკოლოგიური დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, ავტომობილის მხოლოდ ელემენტზე მუშაობისას ხმაურწარმოქმნა იმდენად დაბალია, რომ 32 კმ/სთ-ზე ნაკლების სიჩქარის დროს ხმა პრაქტიკულად არ ისმის.

როგორც წესი ჰიბრიდული ავტომობილები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სისწრაფით და მომხმარებლებისათვის ძირითადად "საოჯახო" მანქანებთან ასოცირდებიან. აქედან გამომდინარე, ისინი სპორტული ავტომობილების მოყვარულ ხალხში დიდი პატივისცემით არ სარგებლობებ (ნუ საქართველოზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, აქ ყველა შუმახერია და "ელექტრომობილი არა ლეღვი" :D). მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი იცვლება :)


Lotus Evora 414E Hybrid



Toyota FT-HS Hybrid



Tesla Roadster



Porsche 918 Spyder Plug-in Hybrid



Honda CR-Z Hybrid



Citroën’s C-Métisse Diesel Hybrid




და ბოლოს,

Ferrari Hy-Kers



ჰიბრიდი ფერარისგან (!), რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.2 წამში ანვითარებს, ხოლო 200 კმ/სთ-ს – 10,5 წმ-ში.
შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი :)




პ.ზ. მადლობა აკვალანგ.Ge-ს და Google-ს :)

3 კომენტარი:

clown said...

მაგარია ^_^

Kate said...

კი მაგარია, მაგრამ რაღაც არ მევასება ეს დაბალპასადკიანი მანქანები.

MeOcNeBe said...

ვაიმე მინდა ეს მანქანები ყველა =(=(

Related Posts with Thumbnails