როგორც ჩანს ამ ახალი წლისთვის ჩვენი საამაყო კინემატოგრაფიის მამები ქართველი ბავშვების გახარებას აპირებენ. როგორც ცნობილი გახდა გამოდის ქართული 3D ანიმაცია, რომელსაც შალვა რამიშვილი აკეთებს:

კინო "რუსთაველი" და კომპანია "7 ზეტი" წაროგიდგენთ პირველ ქართულ 3D ანიმაციურ ფილმს "საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის"



იუთუბზე უკვე დაიდო პირველი თრეილერებიც:







ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ბოლო თრეილერია.

როგორც ჩანს მოქმედება ვითარდება 2000 წლის წინ შატილის ტერიტორიაზე. ვიდეოში ჩანს უცნაური ორკების-მსგავსი არსებები (დევები??), რომლებიც თავს ესხმიან მძინარე ცხინვ.. უფრო სწორად შატილს :) მათ ორდებს კი ხევისბერის ჰაბიტუსის მქონე შავწვერა მოქალაქე მეთაურობს.

ჰოო, თუკი გავითვალისწინებთ რამიშვილის წინა პროექტს "სამსონაძეებს", სიუჟეტი ამჯერადაც ნამდვილად საინტერესო თუ არა დაძაბული მაინც იქნება... მშვიდობიანი ხევსურები ველური ორკებისა და რენეგატი ხევისბერის წინააღმდეგ :ურო:

თუმცა თუკი ქართული საზოგადოების "გემოვნებას" გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ კინოთეატრებში ბილეთებზე რიგებს ვერ ავცდებით.

ამიტომ საინტერესო აქ სხვა რამეა.. და სამწუხაროდ, ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო - ანიმაციის ხარისხი :(
მე არ ვიცი რას წარმოადგენს კომპანია "7 ზეტი", მაგრამ ჩემნაირი არაპროფესიონლისათვისაც კი ცხადია, რომ როგორც თავად მოდელების და სამყაროს დიზაინი, ასევე კომპიუტერული ანიმაცია ძალიან დაბალ დონეზეა.. პრიმიტიული გრაფიკა და ფიზიკა.. :(

ვითომ საბოლოო რელიზისთვის გამოასწორებენ ამ პრობლემებს? ძალიან მეეჭვება..

ცალკე საკითხია ეს ყბადაღებული "3D", თითქოს 2D-ში ყველაფერი რიგზე იყოს და მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები აკლდეს სამამულო ნაწარმს. ჩემი აზრით ჯობდა ჯერ ბაზისური ანიმაციის დახვეწა და მხოლოდ შემდეგ ფიქრი სამგანზომილებიან პროექტზე.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაზე უფრო დემოკრატიულია, მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიური და ყველაზე სუპერ-ბუპერ პრადვინუტი ზესახელმწიფოა და ვაბშე ყველაზე ყველაზე დონეები ვართ, მაშინ ხოო მაშინ ხოო...

6 კომენტარი:

გურამი said...

ეს პატარა როგორი გიჟი რამეა. :)

ისე ახლა ინფორმაციის დაცვის კანონი თუ რაღაც ასეთი ჭირი შემოდის და იძულებულიები გავხდებით ცნობისმოყვარეობა რომ დავიკმაყოფილოთ ასეთი ტიზერების მერე, კინოთეატრში წავიდეთ. ხოდა მოდი ასე ვქნათ, გავუშვათ ერთი 5 ბლოგერი კინოში და მერე მაგათი პოსტებით გადავწყვიტოთ წავიდეთ თუ არა. :)

nick_el_son said...

lol კაი აზრია :)))

Anonymous said...
This comment has been removed by the author.
Anonymous said...

მაინცდამაინც ეს მესამე ტიზერი როა წაშლილი?
და ეს ჭყიპინა ხმები რით ვერ გადავიდა მოდიდან?

nick_el_son said...

@cyberbeam
ჩავასწორე ვიდეოს ლინკი
შეგიძლია უყურო უკვე:)

Clown said...

ვერ ვიტან რამიშვილს :|

Related Posts with Thumbnails