დილით ვიღვიძებ და ვხვდები რომ დღეს შაბათია და რაიმე სასწრაფო საქმე არ მაქვს... არც მაინცდამაინც 9ის ნახევარზე ასადგომი და სამსახურში წასასვლელი.. ასე რომ არ იქნება არავითარი მაღვიძარას ზარის ხმა და უსიამოვნო მოლოდინი, რომ უნდა ადგე, ჩაიცვა, პირი დაიბანო, რამე სწრაფად ჭამო და უხალისოდ წახვიდე ოფისში... კააშმარ :vis:
ასე რომ
და გამახსენდა რომ დღეს დილით ზიკი ქობულეთში მიდის.. :)
ხო, სხვათა შორის ამას წინად ჯეოროკზე მომდის PM, წიპა "ნიკ შენი მობილი მომწერე, მე ნომერი შევცვალე და აღარ მახსოვს".. უზერს ვუყურებ და მაჩვი! უცებვე თავში გამიელვა ჩვენმა ყველა ერთად დალევამ და ა.შ. რაღათქმაუნდა მაშვისვე სახელგანთქმული "კრიშით"... თან პახოდუ დიდი ხანია რაც არ მინახია ტიპი..
იასნა მივწერე ნომერი და მეორე დღეს ეგრევე ზარი რომ რავა ხარ, სად ხარ შე არამზადავ დაკარგული და მსგავსი სტანდარტული ფრაზები :)
რაც ყველაზე ძაან გამიხარდა (ნუ თავად მაჩვის გამოჩენას არ ვთვლი) არის რომ მისი "კრიშა" ისევ ღიაა :ბის: თუმცა რაღათქმაუნდა ყველასთვის არა ;)
მოკლედ, სანამ მეც შვებულებას ავიღებ და ზღვისკენ მოვხევ, ერთი მაგარი პიანკა უნდა ავწიოთ უეჭველი :)))
0 კომენტარი:
Post a Comment