Ruby Tuesday

1 კომენტარი

ნეტა ვინ თქვა, რომ ორშაბათი ყველაზე ცუდი დღეა კვირის განმავლობაში?
მე იგივეს ვიტყოდი სამშაბათზეც :))
უფრო ზუსტად კი ყველა იმ დღეზე, როდესაც იძულებული ხარ გააკეთო ის რაც არ გინდა და არ გსიამოვნებს..

თუმცა გუშინაც არანაკლები უაზრო დღე იყო...
ჯერ იყო და სამსახურში დილით რაღაც იდიოტობა საქმეები გავაკეთე, მერე კი რამოდენიმე საათი უსაქმოდ ვიჯექი და ინეტში დავხეტიალებდი (სხვათა შორის ამ ხეტიალის დროს გადმოვწერე სთარ ვორსის სიუჟეტზე აგებული სტრატეგიული ვიდეოთამაში, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაყენებ და ვითამაშებ :P).

მერე ზიკის მივეკონტაქტე და სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ წავედით მაკდონალდსში, როგორც გამოირკვა სულ ტყუილად, რადგანაც მგონი 10 კილომეტრის რადისუში რაც იდიოტი იყო, ყველამ იქ მოიყარა თავი და დასაჯდომ ადგილებზე რომ არაფერი ვთქვა, სალაროებთან გრანდიოზული რიგები იდგა.. ამიტომ წავხეტიალდით ჩინურ რესტორანში (თუ რაცაა) და ვჭამეთ რაღაც აბორიგენული კერძი.. წიპა მოთუშული ძროხის ხორცი ანანასით და რაღაცნაირი სოუსით... ხორცი თავისთავად კარგი იყო, თუნცა იმავეს ვერ ვიტყვი სოუსზე, რომელიც ჩინური ტრადიციებისდა მიხედვით (:D) იყო ბლანტი, ტკბილი და ისეთ შეგრძნებას იწვევდა თითქოს მურაბიან ხორცს ვჭამდი :)) აი არ მიყვარს ეს სვით და ბითერსვით ვეშები და მომკალით :უსერ:



მერე წავედით გუდვილში, სადაც მინდოდა მეყიდა რაიმე ეგზოტიკური ხილი. საუბედუროდ არჩევანი დიდი არ იყო და მანგოების და რაღაცეების ყიდვა არ მომინდა.. მერე უცებ დავინახე ძალიან სტრანნი ვეში სახელად "ყვითელი პიტაჰაია", რომლიც ყიდვაც დიდი განსჯის შემდეგ გადავდე იმ დრომდე, სანამ არ დავადგენდი რა იყო და როგორ იჭმეოდა (btw დღეს დავსერჩე და კაქტუსისმაგვარი რაღაცის ნაყოფი აღმოჩნდა).



მერე მეგობარმა დამირეკა და საკმაოდ დიდხანს ველოდე, იმიტომ, რომ იმ დეგენერატს (მიუხედავად იმისა რომ სამჯერ გავუმეორე) ეგონა რომ დიღმის გუდვილში ვიყავით :) მოკლედ როდესაც შეცდომა გაირკვა, დავიკიდე და წამოვედი სახლში, სადაც რამდენიმე ხანი ჩემთვის წყნარად ვიჯექი და რაღაცას ნიტო ვკითხულობდი, ნიტო ვუყურებდი.

ის იყო დაძინება გადავწყვიტე, რომ მეორე დეგენერატმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი ბაფალოში, ოღონდ მიზეზი არ მითხრა, მერე გეტყვიო.. რათქმაუნდა ეშმაკებთან გავგზავნე, მარა მეთქი ოკ და წავედი.. მიუხედავად აშკარად მანიაკი ტაქსისტისა და არანაკლებ მანიაკი ადგილობრივი "სთრით რეისერებისა", რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მშვიდობით მივედი. და რაღათქმაუნდა რაღაც უაზრობაზე მეძახდნენ და ა.შ., მარა ეგ უკვე საინტერესო არ არის :)

მერე მოვედი სახლში და ასე დილის 7 საათამდე ვკითხულობდი "გრაფ მონტე-კრისტო"-ს და ვუყურებდი რაღაც კიბერ-გოთურ ფილმს, რომლის შინაარსიც არ მახსოვს იმიტომ, რომ დამეძინა.

დღეს გავიღვიძე ასე 11-ის ნახევარზე და გამახსებდა რომ გუშინაც დავაგვიანე სამსახურში :|
კიდევ კარგი, რომ ფაქტიურად თავისუფალ გრაფიკზე ვარ და დიდ პრობლემებს არ მიქმნის დაგვიანება.. მარა მაინც..
და ახლა ველოდები ძალიან საზიზღარი სამუშაოს მასალების გამოგზავნას, რომელიც უნდა დავამუშავო და ასევე საშინელება რაღაცეები გავაკეთო :ჩამოხრჩობა:

არადა ისე მეძინება, რომ სამმა ჭიქა ყავამაც ვერ მიშველა და ყველაფერი მეზარება...

არა რა, Life is pain, როგორც ამბობენ იმოები :გიგი:


The Rolling Stones - Ruby Tuesday .mp3
Found at bee mp3 search engine

1 კომენტარი:

clown said...

chaotic day! :S

არა ესეთი ქაოსური დღეები ჯობია ჩემსავით მუდოდ ჯდომას :შ

Related Posts with Thumbnails